Wednesday, October 11, 2017

წრის მუშაობის მესამე დღე

6 ოქტომბერი
წრის მუშაობის მესამე  დღე 

   ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებს ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური ტესტირება. ბავშვებმა წაიკითხეს ინდივიდუალურად ი.გოგებაშვილის მოთხრობა "ლომი და თაგვი". დადგინდა მოსწავლეთა საჭიროებები, გამოიყო ორი ჯგუფი. განისაზღვრა მათი მუშაობის სტრატეგიები.
    მოსწავლეებს მოეწონათ კითხვამ რომ შეჯიბრის ხასიათი მიიღო და თავიანთი ძალები სხვა ტექსტის წაკითხვაშიც მოსინჯეს. მეცადინეობამ ხელი შეუწყო სწრაფი კითხვის ჩვევის გამომუშავებას და ლექსიკური მარადის გამდიდრებას.






წრის მუშაობის მეორე დღე

 4ოქტომბერი
წრის მუშაობის მეორე დღე 

წრის მეცადინეობა მიეძღვნა პრაქტიკულ მეცადინეობას, სამეცადინო ოთახში შევქმენით "ანბანის ხე". ყველა მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღო. მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც. აღნიშნულმა მეცადინეობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას.



წრის მუშაობის პირველი დღე

2 ოქტომბერი

წრის მუშაობის პირველი დღე

 ჩავატარე წრის მეცადინეობა. წრის წევრებს გავაცანი მეცადინეობის მიზნები და ამოცანები. ავუხსენი რატომაა საჭირო სწრაფი კითხვის ჩვევების დაუფლება. ვესაუბრე საერთოდ კითხვის მნიშვნელობაზე.
წრეში მეცადინეობის მიმართ ინტერესი გამოხატეს ბავშვებმა. დაურიგდათ საკითხავი თემატიკა, რის საფუძველზეც მოაგროვებენ ტექსტებს და საჭირო წიგნებს.



Wednesday, June 24, 2015

მაგული კეკენაძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
ტრენინგის მეცხრე დღეს
გავაკეთ პრეზენტაციებ.ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები დაგავაკეთეთ .უკუკავშირი
       
     ტრენინგის მანძილზე დაფუძნებული სწავლების ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხი.ვისწავლეთ ბლოგზე შესვლა და კომენტარების გაკეთება.ფოტოების ამოჭრა და ჩასმა.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.განვიმტკიცეთ ინტერნეტის გამოყენების ცოდნა.განსაკუთრებული ყურადრება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ცვევებზე.გავარკვიეთ მასწავლებლის როლი პროექტის მსვლელობასი.კმაყოფილი ვარ ტრენინგით .

Sunday, June 21, 2015

მერვე დღე
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები ერთმანეტის,რომელიც მორგებული იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოებს.ვისაუბრეთ მასწავლებლის როლზე.დავათვალიერეთ ფალსიფიკაციის რესურსები და მოვარგეთ მოსწავლის ნაშრომებს.ვისწავლეთ გუგლდრაიბის გამოყენება.
ტრენინგის მეშვიდე დღე.განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.ვისაუბრეთ სპეცსაჭიროების მოსწავლეების შესახებ.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.გავაკეთეთ ნამუშევრების პრეზენტაციები.გავუზიარეთ ერთმანეთს ტრენინგით გამოწვეული შთაბეჭდილებები.ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე.